17 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედია - საგამოძიებო კომისიის წევრები სასამართლო ექსპერტებს უსმენენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები 2 საათზე მეტია სასამართლო ექსპერტებს უსმენენ. განსახილველი საკითხების სპეციფიურობიდან გამომდინარე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან, მათ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

მათ შორის არის, რა სახის დაზიანებები და ჭრილობები აღენიშნებოდათ გარდაცვლილი მოსწავლეების ცხედრებს და ასევე, მკვლელობის რამდენი იარაღი ფიგურირებს საქმეში.

„გვაინტერესებს მათი მოსმენა, რომ გავიგოთ მათი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ და იმ დასკვნების შესახებ მივიღოთ მეტი ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ არის დადებული. კომისიის წევრებს, ბუნებრივია, ექნებათ კითხვები, მათ შორის, სავარაუდოდ, კითხვები იქნება გამოყენებული ცივი იარაღების რაოდენობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დააანონსა, რომ სხდომაზე საკმაოდ ბევრი კითხვა გაჟღერდება.  

„დღეს ჩვენ გამოვკითხავთ ექსპერტებს, ძალიან ბევრი კითხვა იქნება მათთან იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დეტალია მათ შორის პროფესიული დეტალი, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს და ამის შემდეგ, ჩვენ შეგვეძლება უფრო მეტი ვიფიქროთ სად და რა მიმართულებით გაიშლება შემდეგ უკვე კითხვები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები