17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
რონდელის ფონდში ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა

რონდელის ფონდში ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო კურსის დასრულების და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა გარდა უსაფრთხოების საკითხებისა, საჯარო პოლიტიკა და ეკონომიკაც შეისწავლეს.

კურსს ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები უძღვებიან. სასწავლო პროგრამა შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები