ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
50-მდე ოჯახი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას ინვესტორის მხრიდან 11 წელია უშედეგოდ ელოდება. შ.პ.ს "ჰოლდერმა" 2008 წელს აქციის მონაწილეთა საცხოვრებლები იმ პირობით დაანგრია, რომ 2 წელიწადში იქ ახალ კორპუსს ააშენებდა და მათ ბინებს გადასცემდა.
დაზარალებულები სასამართლოში დავობენ, დღეს მათ სასამართლოსგან საქმის განხილვის დაჩქარება მოითხოვეს.