ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოსთან გაჩენილ ხანძარს მაშველები ამ დრომდე აქრობენ. დღის მეორე ნახევრიდან ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და მეხანძრე მაშველები მათ ქრობით სამუშაოებს ახორციელებენ. სულ ადგილზე 120 მეხანძრე მუშაობს, ასევე ჩაქრობით სამუშაოებში მონაწილებს ავიაციაც.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე სხვა ტიპის სპეცქტენიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლმა რამდენიმე ჰექტარი ტყე გაანადგურა.
მეხანძრეების თქმით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.