17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"მთავარი პროკურორის მიმდინარე შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს" - მესამე სექტორი ხელისუფლებას მიმართავს

პროკურორის სისტემა შესაცვლელია-ასე ეხმაურება სამოქალაქო სექტორი თადუმაძის წარდგენას გენერალური პროკურორის პოსტზე.

არასამთავრობოები, რომლებმაც პროცესს პროტესტი თავიდანვე გამოუცხადეს, ამბობენ, რომ პროკურორის არჩევის სისტემა ვერ მუშაობს და არ ამართლებს. ამ ფონზე კი ნებისმიერი კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია. სამოქალაქო სექტორი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პროცესში თეა წულუკიანის ჩართულობას ასახელებს.

ამ მიზეზით არასამთავრობოებმა პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.

„პროცესში ჩართულები არ ვიყავით, სწორედ იმიტომ, რომ პროცესი, რომელიც გულისხმობს იუსტიციის მინისტრის მხრიდან ერთპიროვნულად კანდიდატების დასახელებას, მაღალ პოლიტიკურ მონაწილეობას კანდიდატურების განხილვის დროს არის ხარვეზიანი მიუღებელია, მთავარი პროკურორის მიმდინარე შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს და ამის შესახებ გვექნება ხელისუფლებისთვის მიმართვა,“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.

 

დღის ამბები