სოფელ ზესხოში ცეცხლის ჩაქრობითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობით თბილისიდან, შიდა ქართლიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, სვანეთიდან და იმერეთიდან არიან ჩამოსულები. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვას მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
ადგილობრივები თქმით, ხანძრის ლიკვიდირებას რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე უშლის ხელს. მათი თქმით დამწვარია წიწვოვანი ნაწილის საკმაოდ დიდი ტერიტორია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე აცხადებს, რომ დამატებითი ძალების მობილიზება რთულმა რელიეფმა გამოიწვია და სპეცაღჭურვილობის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
სვანეთში სტიქია ოთხი დღეა მძვინვარებს, რომელიც სავარაუდოდ მეხმა გამოიწვია. ზესხოში ტყის 3 ჰექტარამდე ნაწილია დამწვარი და ცეცხლი ამ წუთებში ლიკვიდირებული არ არის.