გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე სავარაუდოდ, საერთო სამაგისტრო გამოცდების იმ ტესტების სწორი პასუხები გამოაქვეყნა, რომლებიც მაგისტრანტობის მსურველებს ჯერ არ დაუწერიათ. ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.
ტესტების პასუხების ამსახველი ფოტოსურათები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ამჟამად საიტზე მხოლოდ A ტიპის ტესტის პასუხები იძებნება, რომელიც მომავალმა მაგისტრანტებმა 11-12 ივლისს დაწერეს.
ხოლო B და C ტიპის ტესტები, რომელთა პასუხებიც გასაჯაროვდა, საიტზე აღარ იძებნება. ამ ორი კატეგორიის ტესტი მაგისტრანტობის მსურველებმა 18, 19, 24 და 25 ივლისს უნდა დაწერონ.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყებამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებას აკეთებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორიც. მაია მიმინოშვილი ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
„სად არსებობს იქნებ მაჩვენოთ, 18-ში რომ იქნება გამოცდა იმის პასუხებს შევადაროთ,“-აცხადებს მიმინოშვილი.