ართანის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებული ხუთი პირის მდგომარეობა სტაბილურია.
მათ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მფრინავი ღუდუშაურის კლინიკაში რეანომობილით გუშინ გადაიყვანეს, ერთ დაშავებულს კი ოპერაცია თელავის საავადმყოფოში ჩაუტარდა.
„ორივე პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა კვლავ რჩებიან საყურადღებო სიტუაციაში. ორივეს აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სხეულის მრავლობითი ესკორაციები, მრავლობითი დაჟეჟილობები“-ამბობს ლევან ბერიკაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მათი გამოკითხვა,შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე განმარტებებს არ აკეთებს.
შემთხვევა კახეთში გუშინ მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 5 პირი დაშავდა.