ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.