საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა, საგანგებო სიტუაციების და კრიზისების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები იყო.
შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა, ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება.
ქრისტოს სტილიანიდისი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებ, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია.
„საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის გვერდით. ვისაუბრეთ საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის ეფექტურობის გაზრდის კუთხით თქვენს მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებზე, აგრეთვე ახალ ინიციატივებზე, რომელიც მისასალმებელია. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და სტაბილურობის მნიშვნელობა,“- განაცხადა ქრისტოს სტილიანიდისმა.