17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი გაიხნა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა- ფშაველას სახელობის  სამკითხველო დარბაზი გაიხსნა, სადაც გამოფენილი იქნება მწერლის სიცოცხლეშივე გამოცემული ნაწარმოებები, მისი პორტრეტები და საარქივო ფონდში დაცული ხელნაწერები.

პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, აცხადებს, რომ ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზის გახსნა დამოუკიდებლობის სივრცის კონტექსტში აუცილებელია.

„ეს იყო ავტორი, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმოდა თავისუფლების ფასი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამკითხველოში არაერთი ახალგაზრდა ივლის ყოველდღიურად,“ - ამბობს გიორგი კეკელიძე.

სამკითხველო დარბაზი და ახალი სარეგისტრაციო სივრცე კომპანია m2-ის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

დღის ამბები