17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც განხორციელდეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე, არ გამორიცხავს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც განხორციელდეს. 

ამის შესახებ განცხადება მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში გააკეთა. 

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოდგომით მოხდება ახალი ინიციატივების წარდგენა, რაც ამ მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს.

„ვფიქრობ, ერთიან ნაბიჯებზე საინტერესო პროგრამები ხორციელდება. ის სიკეთებეები, რაც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს. ასევე, განიხილება და აუცილებლად განხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დაახლოებით ოქტომბრისთვის კიდევ ახალი ინიციატივით გამოვალთ, რომელიც ამ მიმართულებებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები