ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს, ტრავმის გამო, გამოეთიშა.
გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესი გაუწყდა და ქართველ ოძეკს ამ ეტაპზე სიარულიც კი უჭირს.
მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინს მოგების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან
მისი მთავარი კონკურენტები - იოკუძუნები, ტურნირს, ტრავმის გამო, გამოეთიშნენ.
ტოჩინოშინმა ექვსი ბრძოლიდან ხუთში გაიმარჯვა. ბოლო ბრძოლაში კოტო-შოგი-კუსთან დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში მის მეტოქეს პირველ მაეგაშირა შოდაის გამარჯვება ჩაეწერება.