ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომა სასტუმრო რედისონში გაიმართა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ერთი წლის ანგარიში წარადგინეს. სხდომაზე ქიმიური უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და სამთავრობო უწყებებთან ერთდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტებიც ესწრებოდნენ.