17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
კახელი ფერმერები საზამთროსა და ნესვში ნიტრატების არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ

კახელი ფერმერები საზამთროსა და ნესვში ნიტრატების არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

ფერმერების ერთი ნაწილი, რომელიც წნორში შეიკრიბა, ამბობს, რომ ამ განცხადებამ მათი ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა და მყიდველი აღარ ჰყავთ.

ისინი ადგილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩასვლასა და პროდუქციის ლაბორატორიულად შემოწმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მებაღეები შიშობენ, რომ ბანკიდან აღებულ კრედიტებს ვეღარ გაისტუმრებენ.

გაზრდილი ნიტრატების შემცველობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაეროს ექსპერტმა და ეკოლოგმა ისაუბრა. მოგვიანებით კი სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ფაქტი არ დაადასტურა.

დღის ამბები