17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
დაგვაზარალა, წაიღო კარტოფილი, წაიღო ლობიო, ყველაფერი მოგვისპო - ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე

სტიქია ონის მუნიციპალიტეტში - უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.

მდინარე რიონის ადიდების გამო, სოფელ ღების ხიდი დაინგრა, რამაც ორი უბანი ერთმანეთს მოწყვიტა.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე, აცხადებს, რომ სტიქიის გამო, გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

„მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა მდინარე რიონი. მდინარე რიონმა გაანგრია სოფელ ღების ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდი, მოწყვიტა ორივე უბანი ერთმანეთს. ამ წუთის მდგომარეობით მიმოსვლა არათუ ტრანსპორტით, არამედ ფეხით მოსიარულეებისთვისაც არის შეზღუდული,“ - განაცხადა ემზარ საბანაძემ.

სტიქიის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა, გაუნადგურდათ მოსავალი და საცხოვრებელი სახლებიც დაეტბორათ.

„დაგვაზარალა, წაიღო კარტოფილი, წაიღო ლობიო, რაც რამ ნათესი გვქონდა ყველაფერი მოგვისპო. შემოიტანა ხრეში, შემოიტანა ქვა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა იმისთვის, რომ გაიყვანონ შემოვლითი გზა და მოხდეს ამ სოფელთან დაკავშირება.

დღის ამბები