17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
6 თვის განმავლობაში გენისნპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, შედეგად კი, სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში გენერალურმა ისნპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, შედეგად კი, სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

“გენერალური ინსპექციის მიერ 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია 800 სამართალდარღვევა. ამის გამო სხვადასხვა სახით იყო პასუხისგებაში მიცემული არაერთი პირი, მათგან 65 არის დათხოვილი შს სამინისტროს რიგებიდან. ძირითადად ესენი არიან საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები,“ - განაცხადა გახარიამ.

 

 

დღის ამბები