ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ გუდაუთის რაიონი დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები და რამდენიმე სოფელი. ძლიერმა წვიმამ და მოვარდნილმა წყალმა გზები და ხიდები დააზიანა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაცია სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო სახსრები არა აქვთ, ამიტომ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა კომპენსაციის თხოვნით დეფაქტო მთავრობას უნდა მიმართონ.