17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
წესი-ურავის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ინფორმაციის თანახმად, გზის მე-5 კმ-ზე, სავალ ნაწილზე, ჩამოსულია მიწა-კლდის ნაშალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  

დღის ამბები