თბილისში, ჯანაშია ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა, შემდეგ კი სახლს მოედო. ჯამში, სულ დამწვარია 50 კვ.მ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მივიდა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.