22 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
მინდელის შახტი დალუქულია - „საქნახშირის“ დირექტორი პრემიერის განკარგულებას ასრულებს

მინდელის სახელობის შახტი, სადაც სამი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა, ისევ დალუქული რჩება. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი საკუთარ გადაწყვეტილებას აუქმებს და პრემიერის განკარგულებას ასრულებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეშახტეებს შახტში ჩასვლას და სამუშაოების შესრულებას აღარ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მეშახტეებს მან თავად მიაწოდა, რომლებსაც ეზოში შეხვდა.

ჯამბულ ჯაყელმა მის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლითაც ის მეშახტეებს სთხოვდა, რომ სამსახურში გამოცხადებულიყვნენ. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა დირექტორმა ეს მოთხოვნა გააუქმა.

„ჩემს მიერ გამოშვებული ბრძანება გაუგებრობა არ იყო, ვინაიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მოიცავს დიდ შრომას, არის მასალების მიწოდება, ქვიშა-წყების მოწოდება, გვჭირდებოდა ხალხი, მომუშავე, რომ ეს ჩქარა და ოპერატიულად მომხდარიყო. პოლიცია და გამოძიება ითხოვს, რომ ნახშირის მოპოვება ორი კვირა შეწყდეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სულ სხვა თემა. პრემიერ-მინისტრი ითხოვს მთლიანად სიტუაციის შესწავლას, უცხოელ ექპერტებთან ერთად დასკვნების დადებას და მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს,“- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები