17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდების მმართველობა ციხეებში და სისტემური პრობლემები სამართალდამცავ უწყებებში-პარლამენტი ომბუდსმენის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენენ. 2016-2017 წლის დოკუმენტში მოხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც ომბუდსმენი პირველად მიუთითებს სიცოცხლის დაცვის უფლებაზე. ანგარიშში საუბარია ასევე აფგან მუხთარლის საქმეზე, სადაც სახალხო დამცველი ითხოვს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.  დოკუმენტში საუბარია ასევე  ციხეებში არსებულ ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ციხეებში კვლავ მწვავედ დგას არაფორმალური მმართველობის და ე.წ. კანონიერი ქურდების პრობლემა. ცალკე თავი სახალხო დამცველის ანგარიშში „რუსთავი ორის“ საქმესა ეთმობა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სისტემური პრობლემები, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში დგას.

„ჩემი მოხსენების მთავარი აქცენტები იქნება დაკავშირებული სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრობლემებთან. გამოძიების ხარვეზთან. სამართალდამცავები ორგანოების საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობებთან. რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებით იქნება აქცენტირებული, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა  ის სისტემური პრობლემები რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. და წარმოაჩინა ის , რომ საზოგადოება ძალიან მწვავედ რეაგირებს ადამიანის უფლებების დარღვევის შეთხვევაში და ითხოვს კონკრეტული სისტემური რეფორმების განხორცილებას. პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პროგრესს ნამდვილად ვაღიარებ და მისასალმებელია. მაგრამ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ნამდვილად კრიმინალური სუბკულტურა, რასაც ხელს უწყობს ის ე.წ. ზონები, რომელიც არის საბჭოური გადმონაშთი და მნიშვნელოვანია და ჩვენი რეკომენდაციაც პარლამენტის მიმართ არის ის, რომ მომავალი წლების დაგეგმარების პროცესში გაითვალისწინონ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე  ზომის ტიპის პენიტენციალური დაწესებულებები,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები