ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ. "საქნახშირის" თანამშრომლები ტყიბულის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დახურული შახტების თანამშრომლებს „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. ისინი ითხოვენ კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლას.
ასევე ითხოვენ პრემიერ-მინისტრის დაპირების ოფიციალურად დადასტურებას და შახტის დალუქვის მიუხედავად შრომის ანაზღაურების მიღების გარანტიებს.
აქციაში მონაწილეობას პროფკავშირებიც იღებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ პროფკავშირის ხელმძღვანელობამ პრემიერს უკვე მიმართა.
„აქციის მთავარი მიზანი არის ის, რა განცხადებაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა, ამასთან დაკავშირებით პროფკავშირები ვითხოვთ და გუშინ წერილიც შევიტანეთ პრემიერის ადმინისტრაციაში, რომ მოხდეს შეხვედრა პროფკავშირების მეშახტეების ჩართულობით ბახტაძესთან და ის განცხადება რაც მან სიტყვიერად გააკეთა წერილობით გამფორმდეს და მხარეების ხელმოწერებით იქნას დადასტურებული,“ -ამბობს თამაზ დოლაბერიძე.