17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
"ევროკავშირი აფასებს საქართველოს მცდელობებს და მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას"- დონალდ ტუსკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მამუკა ბახტაძემ მოლაპარაკება ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები, ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხები იყო.

დონალდ ტუსკმა გამოსვლა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიით და მისამძიმრებით დაიწყო, ასევე აღნიშნა რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  ევროკავშირი პატივს სცემს და მხარს უჭერს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს, ევროკავშირი აფასებს საქართველოს მცდელობებს ამ თვალსაზრისით და მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და რეგიონის განვითარების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

საქართველოს პრემიე-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, ასევე მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

„საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში, ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის მისიებში, სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე დიალოგი კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად,“- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

პრემეირის ვიზიტს აფასებენ საქართველოს მთავრპის წარმოამდგენლებიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მამუკა ბახტაძის ვიზიტზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართებაში  ნატო პოზიციას არ ცვლის. რაც შეეხება, საგარეო საქმეთა მინისიტრის, დავით ზალკალიანს, ის ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებეზე ამახვილებს.

პრემიერ-მინისტრი შეხვედრისთვის ევროკომისიის  ვიცე პრეზიდენტთან, ვალდის დომბროსკისთან ემზადება. დღეს მამუკა ბახტაძე  ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს   შეხვდა.

დღის ამბები