გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან დღეს 17 წელი გავიდა. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.
მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 5 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები დღესაც ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან.