17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს" - მარნეულის ყოფილი მერის მხარდამჭერები რუსთავის სასამართლოსთან შეიკრიბნენ

„დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს,“ - ამ ლოზუნგით რუსთავის სასამართლოსთან აქცი იმართება. დღეს სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა იგეგმება.

აქციის მონაწილეები ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვენ. მას ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მარნეულის ყოფილი მერი მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც დაზარალებული ელჩინ ალახვერდოვი საკუთარ შარდს სვამს.

აღნიშნულ ვიდეოს წინ უძღოდა ალახვერდოვის სიტყვით გამოსვლა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი და მარნეულის მერი თემურ აბაზოვი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

გამოძიების ინფორმაციით, აბაზოვმა ელჩინ ალახვერდოვი „დასაჯა,“ რისი დამადასტურებელი ვიდეოც სოციალურ ქსელში განთავსდა.

დღის ამბები