სვანეთში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ჭუბერისა და ხაიშის თემში სპეცრაზმია მობილიზებული. მოსახლეობა ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული უპირისპირდება.
ადგილობრივები შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.
ადგილობრივი მცხოვრებლის თქმით, მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა და თუ სამართალდამცველები ტერიტორიას არ დატოვებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.
სვანეთში სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.