17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"ბრალდებული მისცემს ჩვენებას როგორ გამოიყენა სპეცსამსახურმა ის აჰმედ ჩატაევთან ურთიერთობაში" - რამაზ მარგოშვილის დაკითხვა განახლდა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამაზ მარგოშვილის დაკითხვა განახლდა. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა  პატიმარმა რამდენიმე დღის წინ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა. დაკითხვას გამომძიებლებთან ერთად მისი ადვოკატებიც ესწრებიან. წინასწარი ინფორმაციით ბრალდებული გეგმავს დღეს კონკრეტული მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელოს.

„ბრალდებული მისცემს ჩვენებას 2015 წლის ბოლოს 2016 წლებში, როგორ გამოიყენა სპეცსამსახურმა, ანუ კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რამაზ მარგოშვილი ახმედ ჩატაევთან ურთიერთობაში. რა თხოვნით და რა დავალებით გააგზავნეს. შესაბამისად, როგორ განვითარდა მოვლენები და რამდენჯერ და ვისთან ხდებოდა სწორედ ამ საკითხებთან კომუნიკაციები სუს-ის მაღალჩინოსნებს და რამაზ მარგოშვილს და არა მარტო მათ შორის,“-განაცხადა  რამაზ მარგოშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა

დღის ამბები