"ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს," - ეს განცხადება პრემიერ-მონისტრმა, მამუკა ბახტაძემ, კოჯორში გააკეთა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გადავა.
"ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. იცით, რომ ამ მხრივ გადავდგით ნაბიჯი. ვგულისხმობ ბენზინის მიმართულებაში სტნადარტის აწევას, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი ევრო ოთხამდე, ხოლო 2020 წელს უკვე ის გავზარდოთ ევრო ხუთამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ ათჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს ხდება საქართველოში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.