კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინასებით გურიაში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა და მოხდება მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
ტურისტული საფეხმავლო ბილიკი დამეწყრილ კლდეზე უნდა მოეწყოს, შესაბამისად, გარკვეული პერიოდი გეოლოგიურ კვლევებზე დაიხარჯა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სოფელ აჭში მდებარე მე-13 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციაც დაიწყო.
ამ ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.