მსოფლიოს მოსახლეობა 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელების თვითმხილველი გახდა.
ამ დროს დედამიწის თანამგზავრი წითელ ფერს იღებს და მას "სისხლიან მთვარეს" უწოდებენ. პროცესს კი ყველაზე უკეთ აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ აფრიკის, ასევე აზიის დიდი ნაწილის მცხოვრებლები აკვირდებოდნენ.
ჩვენი პლანეტა მზესა და მთავრეს შორის, გრინვიჩის დროით, 20:21 საათზე მოექცა, სრული დაბნელება კი ერთ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
გუშინდელი დაბნელების პროცესის დროს დედამიწა და მარსი 2003 წლის შემდეგ პირველად ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან. ამ დროს პლანეტა მარსი მოწმენდილ ცაზე, როგორც წითელი ვარსკვლავი, ისე ჩანს.