გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სანაპიროზე ადგილობრივმა იპოვა და მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს და სამართალდამცავებს შეატყობინა.
გვამი იდენტიფიცირებული ჯერ არ არის, ცხედარი ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს.
სავარაუდოდ გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ აჭარაში მდინარე ჭოროხში დაიხრჩო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები მთელს სანაპიროზე მიმდინარეობდა.