17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
სოციალურ ქსელში გავრცელებული შემზარავი კადრები - ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მორიგ განმარტებას აკეთებს 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ საზარელ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარებაა ასახული, განმარტებები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში კიდევ ერთხელ გაკეთდა.

სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ვიდეომასალა თავშესაფრის იმ ყოფილმა თანამშრომლებმა გაავრცელეს, რომელიც ცხოველების მიმართ გულგრილები იყვნენ.

მისი თქმით, რეორგანიზაციის დროს არაკვალიფიციური რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლეს.

ლომჯარია არ გამორიცხავს რომ არსებობდეს სხვა ვიდეო მასალებიც. მონიტორინგის სამსახურის უფროსი არ აკონკრეტებს დგას თუ არა ამ საზარელი კადრების უკან თავშესაფრის ყოფილი ხელმძღვანელობა.

„მსგავსი ვიდეოები გადაღებულია დაინტერესებული ჯგუფების მიერ. სააგენტოში კადრები მუდმივად იცვლებიან, ვინ ვერ ამართლებს იმედებს და ვინც ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, გულგრილია ცხოველების მიმართ და არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია ისინი ტოვებენ სააგენტოს,“- აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა. გავრცელებულ კადრებში ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარებაა ასახული. კადრებში დახოცილ ძაღლებთან ერთად ჩანს მომაკვდავი ლეკვიც, რომელიც ყურადღების გარეშეა მიტოვებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები