17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისია მიხეილ კალანდიას ძმას, ლუკა კალანდიას ჰკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს დღეს საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მისცემს.

დეპუტატები, მიხეილ კალანდიას ძმას, ლუკა კალანდიას ამ წუთებში დახურულ რეჟიმში ჰკითხავენ. მიუხედავად იმისა, რომ ის სრულწლოვანია, ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენეს.

„ჩვენი კითხვები ძირითადად ეხება იმ ეპიზოდს, რომელიც განვითარდა უკვე ბიჭების გამოქცევის მერე ხორავას ქუჩიდან, მათ სახლში დაბრუნებას და  სახლიდან მიმალვას. ეს არის ძირითადი ეპიზოდი. ისევე როგორც შემდეგ უკვე მოწმეზე გავლენის მცდელობის ეპიზოდი. ამ კუთხით გვექნება კითხვები დღევანდელ მოწმესთან,“-აცხადებს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

პარასკევს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

კომისია საბოლოო დასკვნას სექტემბრის დასაწყისში წარმოადგენს. 

დღის ამბები