17 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
#15-ე ციხის მსჯავრდებული, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა

#15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული მცხეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 1978 წელს დაბადებულმა ა.ც.-მ ბანაობისას თვითდაზიანებები მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მსჯავრდებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

„უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ჩვენ როგორც ვიცით იყო ქსნის კოლონიის პატიმარი. ძალიან მძიმე იყო.  ვეცადეთ მაქსიმალურად რომ დახმარება გაგვეწია, თუმცა ვერაფერი ვერ მოვახერხეთ,“-განაცხადა "ჯეოჰოსპიტალის“ დირექტორმა ბაკა თავხელიძემ. 

ექიმების ინფორმაციით პატიმარს ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თუმცა სხეულის რა მონაკვეთზე ამაზე მედპერსონალი არ საუბრობს. ასევე უცნობია რა იარაღით მიიყენა მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები. 

მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახს უკვე შეატყობინეს. 

გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სღნიშნული ფაქტის თვითმხილველები უკვე დაკითხეს. 

დღის ამბები