17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
„შეიძლება რაღაც მოგვწონდეს ან არა, მაგრამ სასამართლოს გაუქმებაზე საუბარი არის ზედმეტი"-ჩუგოშვილი სასულიერო პირების მოთხოვნას პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არ იზიარებს სასულიერო პირების ნაწილის მოთხოვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით  განცხადებები სამღვდელო პირებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის მთავარი განმახორციელებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ქვეყანაში და შესაბამისად  მის გარეშე საქართველოს ვერ იარსებებს.

„შეიძლება რაღაც მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს მაგრამ სასამართლოს გაუქმებაზე საუბარი არის ჩემი აზრით სრულიად ზედმეტი,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვის წინააღმდეგია გიორგი გაჩეჩილაძეც, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ მოსამართლეებმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს.

„არაფრისგან  გამომდინარე გადაწყვეტილება გახლდათ, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა მომავალი თაობები საქართველოში,“-განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დიდ სივრცეს ხედავს ზაზა გაბუნია, რომლის გამოყენებითაც დეპუტატის თქმით პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. მის პოზიციას იზიარებს ბექა ოდიშარია.

„მოსამართლემ დატოვა სივრცე  იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული რეგულაციები შეზღუდვები. ცხადია ეს შეზღუდვები და რეგულაციები იქნება იქნება მიმართული უმკაცრესად იმისკენ, რომ არ მოხდეს არასრულწლოვანთა და ზოგადად მესამე პირთა დაზიანება,“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები