ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისში შეხვედრას დახურულ რეჟიმში მართავს.
გელა სამხარაულის გადაწყვეტილებით, დუისის კულტურის ცენტრში გამართული შეხვედრის დაწყებამდე დარბაზი დაატოვებინეს მედია საშუალების წარმომადგენლებს.
მისი თქმით, მას პანკისელებთან პირადი სასაუბრო აქვს და ოფიციალურ კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ახალგაზრდების ერთი ნაწილი შეხვედრების ღიაობის მომხრე აღმოჩნდა, თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც.
მათ ერთ ნაწილს დეპუტატთან მწვავე კითხვებიც ექნებათ, მათ შორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ჰესების თემაზე.
სამხარაულს რამდენიმე თვეა ხეობაში მოსახლეობასთან დიალოგი არ გაუმართავს.