ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მღვდელმთავრები საგანგებო შეკრებას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერს” მეუფე ანტონმა მიაწოდა.
ვანის და ბაღდათის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს და სასულიერო პირებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ შეკითხვებს პასუხს სასამართლო გასცემდა. მას შემდეგ კი, რაც უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, ახლა ეკლესიამ უნდა იმსჯელოს, როგორ და სად იპოვონ პასუხები მთავარ შეკითხვებზე.
„მოუწევთ იმ ადამიანებისათვის ვისაც კითხვის ნიშნები გვაქვს პასუხების გაცემა,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები ამბობენ, შემდეგი ნაბიჯები უკვე სტრასბურგის სასამართლოა. მანამდე კი უფლებადამცველები მოუწოდებენ პრეზიდენტს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე.