17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილი ნიანგის ცრემლებით ტიროდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში მას ბიზნეს ინტერესები არ გააჩნია"- შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტყუილში ადანაშაულებს. პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს მოსახლეობასთან ერთად გლდანში, ბიტკოინების საწარმოსთან მივიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა რომ მას საქართველოში ბიზნეს ინტერესები არ აქვს. ნათელაშვილი ამბობს, რომ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ხალხის ფულს იპარავს და მისი პრეზიდენტობის შეთხვევაში საწარმოს სტუდენტებისთვის გადაცემას გეგმავს.

„ბიძინა ივანიშვილი ნიანგის ცრემლებით ტიროდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში მას ბიზნეს ინტერესები არ გააჩნია და მხოლოდ ხარჯავს ჩვენი ბედნიერებისთვის მილიარდებს, მაგრამ ფაქტები ღაღადებენ სხვა რამეს, ბიტკოინების წარმოება ბიძინა ივანიშვილის და ებრაელობით მოვაჭრე რუსეთის აგენტ შალელაშვილისა, სადაც კეთდება და თეთრდება მილიარდები ჩვენი ელექრტოენერგიის ორმოცი პროცენტის გამოყენების ფასად,“- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები