17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
სახალხო დამცველი შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველმა შიდა ქართლში ვიზიტი დაასრულა. ნინო ლომჯარია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მთელი დღის მანძილზე ხვდებოდა.

ომბუდსმენი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ბერშუეთის და ზარდიაანთკარის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ მოუსმინა.

ზარდიაანთკარიდან დევნილი ოჯახები მოინახულა გორის ნომერ 1 საბავშვო ბაღის შენობაშიც, სადაც დევნილები ამ დრომდე შეუფერებელ პირობებში ცხოვრობენ, თავის მხრივ კი ხელი ეშლება საბავშვო ბაღის ნორმალური ფუნქციონირებასაც.

„10 წელია ომის შედეგად, მრავალი სახლია დამწვარი, განადგურებული, თუმცა მოსახლეობას არ მიუღია კომპენსაცია ან დახმარება აღნიშნული სახლების სარეაბილიტაციოდ. ამის გამო, მრავალი მათგანი დღეს ცხოვრობს გორში, ბაგა ბაღის შენობაში და ძალიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი, რომ ამ სოფლის მოსახლეობაც დაკმაყოფილდეს იგივე კომპენსაციით, რომ ერთის მხრივ, ამ ბაღმაც შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება და ბავშვების მიღება, დღეს არსებულ პირობებში ეს არ არის დაკმაყოფილებული და მეორეს მხრივ, ოჯახებს შეეძლოთ უფრო ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში ყოფნა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები