შავი ქორები ვაზიანის თავზე და სამხედრო დესანტი - ღირსეული პარტნიორი 2018 დღეს საჰაერო მანევრებით დაიწყო, რომელშიც 3000 სამხედრო, ამერიკული, ბრიტანული და გერმანული ტექნიკა მონაწილეობს. საჰაერო სადესანტო ოპერაციების გარდა, ვაზიანისა და ნორიოს პოლიგონებზე დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები საველე და საშტაბო სწავლებებს გაივლიან.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ღირსეული პარტნიორი 2018-ის მთავარი გზავნილი - ძალა პარტნიორობაშია.
ვაზიანის აეროდრომზე სწავლება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
ვაზიანის აეროდრომზე შესაძლებელი იყო საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკის დათვალიერებაც.