უნიკალური აღმოჩენა სამშვილდეში - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის ეპოქის საგანძური იპოვა. მეცნიერები ამ ადგილზე ზარაფხანის არსებობას არ გამორიცხავენ.
გიორგი მესამის და ლაშა-გიორგის სახელზე მოჭრილი 270-მდე სამეფო მონეტა თეთრიწყაროში, სოფელ სამშვილდეს ციტადელში ხუთწლიანი მუშაობის შედეგია. ექსპედიციის წევრებმა განძი ერთ-ერთ ოთახში იატაკის ქვეშ, ხის ყუთში აღმოაჩინეს. ოქროსა და ბრინჯაოს ფული მე-12-13-ე საუკუნით თარიღდება.
სამშვილდეს ციტადელში აღმოჩენილ განძში მონეტების გარდა, სპილენძის ზოდები და ფირფიტებიცაა.
უნიკალური აღმოჩენა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორსა და მის სტუდენტებს ეკუთვნით. ექსპედიციის წევრები ადგილზე არქეოლოგიურ სამუშაოებს ექვსი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ.
ავტორი: თამთა ჯიქია