დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, მეუფე იაკობს სკანდალური განცხადების გამო სიცრუეში ადანაშაულებს.
სასულიერო პირის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მათ სურთ, პირადად ილია მეორისგან მოისმინონ პოზიცია - მიიჩნევს თუ არა უწმინდესი გიორგი მამალაძეს დამნაშავედ.
დეკანოზის ოჯახი პატრიარქს ერთხელ უკვე შეხვდა და ილია მეორის პოზიცია გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე იციან. სწორედ ამის გამო ფიქრობენ, რომ მეუფე იაკობი ცრუობს, როდესაც პატრიარქის სახელით საუბრობს და ამბობს, რომ ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძე წაყენებულ ბრალში დამნაშავედ მიაჩნია.
„საქართველოს მთავარი ტაძრის ეზოდან ურცხვად იტყუება, რაზეც აუცილებლად პასუხი უნდა მოსთხოვოს სინოდის თითოეულმა წევრმა, რადგან ეს არის დიდი დანაშაული. მეტიც, მეუფე გრიგოლზეც თქვა მეუფე იაკობმა, რომ ვითომ მეუფე გრიგოლმაც თქვა, რომ დეკანოზი დამნაშავე არის,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე.