მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს, მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
უფლებადამცველებმა მუშაობა უკვე დაიწყეს და განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უახლოეს დღეებში, უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდეგ შეიტანენ. გვიან ღამით დეკანოზი ციხეში ადვოკატმა გიორგი ფანცუალაიამ მოინახულა.
მისი თქმით, შეწყალების თხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ მამა გიორგი დანაშაულს აღიარებს. უფლებადამცველები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომას, სწორედ ციანიდს საქმეს უკავშირებენ.
„ეს შეტანა შეწყალებაზე არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვასრულებთ, ჩვენ მაინც ვაპირებთ ევროპის სასამართლოში წასვლას და მამა გიორგის უდანაშაულობის დამტკიცებას,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.