17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
გვენეტაძის გადადგომა იმ ზეწოლის შედეგი, რასაც დროთა განმავლობაში ეს მაფიოზური დაჯგუფება ახორციელებდა სასამართლო სისტემაზე - მამუკა ახვლედიანი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე მამუკა ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადადგომა ზეწოლით აიძულეს.

მამუკა ახვლედიანი, რომელიც თანამდებობიდან სწორედ ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობის დროს გაათავისუფლეს, ამბობს, რომ გვენეტაძე იმ ჯგუფის ინტერესებს შეეწირა, რომელსაც ხელისუფლება ლობირებს.

ახვლედიანი სასამართლოში სისტემურ პრობლემებზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მაშინაც საუბრობდა, როდესაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

„კიდევ ერთხელ ადასტურებს კლანურ მმართველობას და ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება შეიძლება კონკრეტული საქმის ან კონკრეტული საკითხის გადაწყვეტამაც იმოქმედა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს წვეთობით ნაგროვებია, რომელიც დროთა განმავლობაში მას დაუგროვდა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ზეწოლის შედეგი, რასაც დროთა განმავლობაში ეს ჯგუფი, ეს კლანი, ეს მაფიოზური დაჯგუფება ახორციელებდა სასამართლო სისტემაზე,“-აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები