17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერიმენტი ჩაატარა

მამუკა მდინარაძის ექსპერიმენტი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - უმრავლესობის წევრმა დღეს იმის დემონსტრირება სცადა, რომ მირზა სუბელიანსა და გამომძიებელ ფიფიას შორის ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის რაიმე კავშირს არ ადასტურებს.

მამუკა მდინარაძის ექსპერიმენტს წინ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის განცხადებები უძღოდა წინ, რომლებმაც შს მინისტრს უთხრეს, რომ ფიფიამ დამალა და ოქმში არ აღნიშნა, რომ ის მირზა სუბელიანს იცნობდა.

მამუკა მდინარაძემ კომისიის ოთახიდან დარეკა და სთხოვა აპარატის წარმომადგენელს ორ სხვა პირთან ერთად ოთახში ასვლა, რაზეც კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ უპასუხა, რომ „შეურაცხმყოფელ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას არ გააგრძელებს.“

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელი იყო, რომ სწორედ კითხვა უნდა დაესვა გამომძიებელს მიხეილ კალანდიას მამისთვის, იცნობდა, ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად.

„არ შეიძლება ჩამოაყალიბო ლოგიკა იმის შესახებ, რომ ელაპარაკა თორმეტჯერ ვინმე ვინმეს და აუცილებლად უნდა ამოეცნო,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები