ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა.
ბაქრაძესთან საუბრისას მოსახლეობა სასოფლო-სამეოურნეო დანიშნულების ყველანაირი დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს.
ისინი ამბობენ, რომ შეწყვეტილია უფასო ხვნა-თესვის, სასუქის, საწვავის მიწოდება.
უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან სოფლის ასაკოვანი მაცხოვრებლები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი მწირი პენსიაა და ამ თანხით მიწის დამუშავებას კი არა, პროდუქტისა და მედიკამენტების ყიდვასაც ვერ ახერხებენ.