17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
თელავში ტერიტორიული რეზერვის პირველ ნაკადს ფიზიკური მომზადების ტესტები ჩაუტარდათ

თელავში ტერიტორიული რეზერვის პირველ ნაკადს ფიზიკური მომზადების ტესტები ჩაუტარდათ.

ტესტირება საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაიმართა.

სამხედრო ინსტრუქტორებმა მსურველებს ფიზიკური მომზადების წესები გააცნეს და მათი მეთვალყურეობით ფიზიკური მომზადების ტესტი გაიარეს.

ტესტების ჩაბარების შემდეგ რეზერვისტები ფსიქოლოგიურ ტესტს და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ისინი ტერიტორიულ რეზერვში 1 ოქტომბრიდან ჩაირიცხებიან.

დღის ამბები