შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოსედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება.
2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი და მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.