17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უკვე მეორე მოზარდი პასუხობს

ხორავას ქუჩის საქმე - საგამოძიებო კომისიის წევრებმა უკვე გამოკითხეს ერთი არასრულწლოვანი და ახლა მეორეს დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს.

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს 4-მა არასრულწლოვანმა უნდა უპასუხოს, რომელთაგან სამი ჩხუბის უშუალო მონაწილეა, ხოლო ერთს აქვს გარკვეული ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიანი გარჩევის შესახებ.

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია გამოკითხვის ნაწილში მუშაობას ორშაბათს ასრულებს. კომისიის წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორშაბათს შევლენ და გამოკითხავენ.

მომდევნო კვირიდან კომისია მიღებული ინფორმაციის გადამუშავების და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადავა.

დღის ამბები